26 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
საბერძნეთის სატრანსპორტო სექტორი პარალიზებულია - ქვეყანაში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვაა

საბერძნეთის სატრანსპორტო სექტორი პარალიზებულია. ქვეყანაში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. ბერძნები ახალ რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტმა საერთაშორისო კრედიტორების მორიგი ტრანშის სანაცლოდ უნდა დაამტკიცოს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ საპენსიო და საგადასახადო რეფორმები რიგით მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება. საპროტესტო აქციის ფარგლებში მუშაობა შეაჩერეს პორტებმა, რკინიგზამ, მეტრომ და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

გაფიცვას სამედიცინო სექტორიც შეუერთდა. მუშაობა შეაჩერა სახელმწიფო კლინიკების პერსონალმა, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში კი, სამუშაო გრაფიკზე შეზღუდვები დაწესდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მასშტაბური დემონსტრაციების გამართვასაც გეგმავენ.

დღის ამბები