19 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
„შაბათის კურიერში“ ჩატაევის საქმის მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, პანკისელი იუსუფ ხანგოშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

„შაბათის კურიერში“ ჩატაევის საქმის მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, პანკისელი იუსუფ ხანგოშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. დღეს ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ პირებთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად, ვაგზლის მოედანზე გადაადგილდებოდა, უხუცესთა საბჭოს წევრის ჯარაფ ხანგოშვილის შვილი, იუსუფ ხანგოშვილია. ხანგოშვილის სახეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმის მტკიცებულებების გასაჯაროების დროს დაფარა, დეტალები მხოლოდ „კურიერის“ მიერ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გაირკვა.

თბილისში იუსუფ ხანგოშვილი მამასთან ჯარიფ ხანგოშვილთან ერთად ჩამოვიდა. ერთ-ერთი გავლენიანი უხუცესი "კურიერს" სატელეფონო საუბარში უდასტურებს, რომ უსაფრთხოების სამსახური მისი შვილით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "შაბათის კურიერში" იუსუფ ხანგოშვილის სახე აჩვენეს.

რატომ არ მოხდა იუსუფ ხანგოშვილის დაკითხვა მანამდე და რატომ მალავდა სუს-ი მის სახეს, ამ კითხვებზე პასუხი არც საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღიათ. ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ არც იუსუფ ხანგოშვილთან ერთად ვიდეოკადრებში მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ ვაგზლის მოედანზე მობილურის შესაძენად თემირლანი სწორედ იუსუფ ხანგოშვილმა წაიყვანა და სწორედ ამ დროს მოხდა მაჩალიკაშვილის და ჩატაევის დაჯგუფების წევრების კომუნიკაცია.
"კურიერის" ინფორმაციით, დღეს იუსუფ ხანგოშვილთან ერთად უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე კიდევ ორი პანკისელი ახლგაზრდა დაიბარეს. ჯიბრაელ ქუშანაშვილი და შოაიფ მარგოშვილი, რომელიც დაკავებული ხიზრი მარგოშვილის შვილია. ქუშანაშვილის დედა "კურიერთან" ამბობს, რომ მის შვილს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია, თუმცა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებს იცნობდა და ისინი ხეობაში სტუმრობის დროს გაიცნო. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები