21 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
გამოკითხულთა 37% უმუშევარია - NDI

NDI-ის შეკითხვაზე, გასულ თვეში რამდენი იყო თქვენი ოჯახის შემოსავალი, გამოკითხულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 21% ამბობს, რომ 301-500 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა. 17%-ის თქმით, 181-300 ლარი იყო მისი ერთი თვის შემოსავალი. 15%-ის შემოსავალი იყო 501-800 ლარამდე, ხოლო 11%-ის შემოსავალი 180 ლარამდე იყო.

გამოკითხულთა 37% აცხადებს, რომ არის უმუშევარი.

NDI-ის კვლევის შედეგები აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა შეაფასა.

„ეს კვლევა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩატარდა, მთავარი მიგნება იყო ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საარჩევნო პროცესს უსაფრთხოდ აფასებს, რომ მან ჩაიარა დაშინების გარეშე და იყო მოწესრიგებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 30%-ს ნდობა არ ჰქონდა ხმების დათვლის მიმართ. კიდევ ერთი მიგნება არის, რომ გარემოს დაბინძურება ხდება პრობლემად ეროვნულ დონეზე და ის თბილისში ნომერ პირველ პრობლემას წარმოაჩენს. მესამე საკითხი, რომელიც გამოიკვეთა, არის დეზინფორმაცია,“ - განაცხადა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა. 

დღის ამბები