რა იყო მიზეზი, რის გამოც ადგილობრივ არჩევნებზე არ მიხვედით, NDI-ის გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ გეგმავდა არჩევნებზე წასვლას, თუმცა ვერ მოახერხა ამინდის, ჯანმრთელობის და სხვა მიზეზების გამო. 11% კი არჩევნებზე იმიტომ არ მივიდა, რომ სხვა რაიონში არიან დარეგისტრირებული. 15% მიიჩნევდა, რომ მისი ხმა არაფერს შეცვლიდა.
კითხვაზე, რამდენად ენდობით და ხართ დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა მოხდა სწორად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოკითხულთა 30% არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში საარჩევნო ხმები სწორად დათვალეს, 53%-ის თქმით, კი სწორად დათვალეს ხმები.
„შეკითხვაზე, შენიშნეთ თუ არა თქვენს საარჩევნო უბანზე ადამიანები, რომლებიც ინიშნავდნენ ინფორმაციას უბანზე მისული ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც არ იყვნენ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მხოლოდ 14% ამბობს, რომ ასეთი ფაქტი შენიშნეს,“ - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.
NDI-მ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ კვლევა გამოაქვეყნა.