21 თებერვალი 2018,   20:52
ვრცლად
„ჩვენ ვართ კომიკურ მდგომარეობაში" - მარგველაშვილი სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე

„როდესაც მით უმეტეს პრეზიდენტს გაასამართლებ ისეთი მუხლით, რომელიც არ არის გაწერილი, შენ არღვევ ძირითად პრინციპებს სისხლის სამართლის კოდექსის და სამართლებრივი სახელმწიფოსი,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.

„ეს ბრალდება არის სამარცხვინო ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის შეწყალების აქტს არ გამოიყენებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენი არ არის სამართლებრივი.

„სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო, ეს პროკურატურა, თავისი ამ ტრადიციებით, ეს სასამართლო თავისი ტრადიციებით, ეს ყველაფერი, რაც ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა, იმის მერე, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ის რაც მე მეგონა, რომ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა, პირიქით, განმტკიცდა, გასტაბილურდა და ასე თქვათ, მიშას იდეოლოგიას ემსახურებიან ალალ მართლად,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადაცემაში შეწყალების საქმეზე ისაუბრა. 

„ხერხდება, რომ გირგვლიანის საქმეზე წელში გამართული კი არ ვართ, არამედ ვართ კომიკურ მდგომარეობაში, რომ პრეზიდენტს წარვუდგენთ ბრალს იმაზე, რაზეც იურიდიულად ბრალის წარდგენა არ არის შესაძლებელი და ამ დროს, მე რას ვგრძნობ? მე ვგრძნობ, რომ სააკაშვილმა მაჯობა ამ პროცესში, მისმა სისტემამ მაჯობა, იმიტომ, რომ ის პროკურორები და ის მოსამართლეები, რომლებიც მისი ლოგიკით და მისი აზროვნებით არიან, დღეს გირგვლიანის საქმეზე ისეთ განაჩენს დაგიდებენ, რაც შენ იმ პერიოდის ბრძოლას გახდის კომიკურს,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები