ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ცნობილი კრიმინალი მარეკ დუდაევი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მისი ცხედარი მის მშობლიურ სოფელ არცევში აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ის არცევის ყოფილი კლუბის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მასთან თანასოფლელი მივიდა და ცეცხსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ესროლა. თავად ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
მარეკ დუდაევი, 2004 წელს ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ასევე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ციხეში დუდაევმა 9 წელი გაატარა და 2013 წელს პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.