NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 74% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. კითხვაზე, რას მოელით პარლამენტის წევრისგან - საერთაშორისო ორგანიზაციამ მოსახლეობას რამდენიმე პასუხი შესთავაზა.
შედეგები ასე გადანაწილდა.
პარლამენტის წევრი გააკეთებს იმას, რასაც პარტია ეტყვის, დიახ - გამოკითხულთა 74%-მა უპასუხა, კითხვაზე არა - განაცხადა 12-მა პროცენტმა.
მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს - პასუხი დიახ 60-მა პროცენტმა, ხოლო არა 22%-მა გასცა.
გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრი აქტიური იქნება, ხოლო 27% თვლის, რომ პარლამენტის წევრი არ იქნება აქტიური.
გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი მის ინტერესებს დაიცავს, 48% კი პარლამენტის წევრისგან მისი ინტერესების დაცვას არ მოელის.
NDI-იმ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები შეისწავლა და 2300-მდე რესპოდენტი გამოკითხა. კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.9%-ია.