21 დეკემბერი 2024,   18:51
ვრცლად
პუშკინის ქუჩაზე 1 ლარად მიწის გადაცემა „თბილისი სითისთვის “NDI-ის გამოკითხულთა 73%-სთვის მიუღებელია

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 58% ინფორმირებულია, რომ 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულომ პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა შპს „თბილისი სითის“. 39% კი, ამის შესახებ საქმის კურსში არ არის.

ვინც ინფორმირებულია, მათგან 19%-სთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, 73%-სთვის კი მიუღებელი.

შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები შეისწავლა და 2300-მდე რესპოდენტი გამოკითხა. კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა.  გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.9%-ია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები