21 დეკემბერი 2024,   16:04
ვრცლად
81% საქართველოში ქალების მთავარ პრობლემად ოჯახში ძალადობას ასახელებს

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 81% საქართველოში ქალების მთავარ პრობლემად ოჯახში ძალადობას ასახელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის კითხვაზე - თქვენი აზრით, ამჟამად წარმოადგენს თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემას, ქალებისთვის საქართველოში? - მონაცემები ასეთია:

- ოჯახში ძალადობას პრობლემად ასახელებს - 81%, 16%-ს კი მიაჩნია, რომ დღეს ოჯახში ძალადობა პრობლემა არ არის.

- ადრეული ქორწინება კვლავ პრობლემად რჩება გამოკითხულთა 72%-თვის, 24% კი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი პრობლემა არ არის.

- 56%-ს მიაჩნია, რომ ქალებზე არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა, ხორციელდება, 26%-ის პასუხი კი უარყოფითია.

- საბავშვო ბაღების ნაკლებობას პრობლემად ასახელებს 53%, აღნიშნულ პრობლემას არ წარმოადგენს 38%-სთვის.

- 53% პრობლემად პოლიტიკაში ქალების სიმცირეს ასახელებს, აღნიშნული პრობლემა არ არის 40%-სთვის.

- 39% აცხადებს, რომ დამსაქმებელს სამსახურში ქალის დასაქმებას მამაკაცის აყვანა ურჩევნია. 50% კი აცხადებს, რომ ეს პრობლემა არ არის.

- დეკრეტული შვებულების ცუდ პირობებს კერძო სექტორში, ასახელებს გამოკითხულთა 45%, 16%-სთვის კი აღნიშნული პრობლემა არ არის.

საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა. გამოკითხულია  2300-მდე რესპოდენტი.  გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.9%-ია.

დღის ამბები