26 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება არის უკმაყოფილო არსებული ხელისუფლებით - ელენე ხოშტარია 

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. ხოშტარია კვლევის შეფასებისას აქცენტს მმართველი გუნდისადმი ნდობის კლებაზე აკეთებს.

მისი თქმით, კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველწლიურად საზოგადოებაში ნიჰილიზმი იზრდება, რაც მმართველი გუნდის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„საზოგადოება არის უკმაყოფილო არსებული ხელისუფლებით. ეს ჩანს, როგორც ზოგადად ქვეყნის განვითარების მიმართულებით, რომელზეც ძალიან დაბალია შეფასება, ასევე კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასებაში, როგორიც არის მაგალითად თაბორის მთის გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველა მიმართულებით.

"კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა ის, რომ ზოგადად უიმედობა და ნიჰილიზმია საზოგადოებაში და ესეც ძალიან კარგად არის ასახული ამ კვლევაში და სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია საზოგადოებრივ განწყობებს არ უყურებს და ამის გამოსწორებას არ აპირებს. შესაბამისად, ყველზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ოპოზიციამ ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და ეს იმედის, პერსპექტივის და უკეთესობის განცდა დავუბრუნოთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები