26 დეკემბერი 2024,   15:38
ვრცლად
„ჩვენ გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ" - ირაკლი კობახიძე

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ, როდესაც ვაკეთებთ პროგნოზებს ამა თუ იმ მიმართულებით,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ძირითადად ისინი შიდა კვლევებს ენდობიან. 

„თავის დროზე ჩვენ ხშირად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ჩვენი შედეგები აცდენილი იყო CRRC-ის მიერ მოწოდებულ შედეგებს. არჩევნებზე იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული და რეალურად, ჩვენი შიდა კვლევები დაემთხვა არჩევნების შედეგებს და აცდენა იყო CRRC-ის შედეგებსა და არჩევნებს შორის,“ - აღნიშნა კობახიძემ. 

დღის ამბები