21 დეკემბერი 2024,   15:52
ვრცლად
სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღება - არასამთავრობოებისთვის NDI-ის კვლევის შედეგი დამაიმედებელია

NDI-ის კვლევის შედეგებს, რომ პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღებას გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს, სამოქალაქო სექტორი ეხმაურება.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შედეგები დამაიმედებელია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კამპანიები, რომელიც მათი მხრიდან ტარდებოდა, შედეგიანი აღმოჩნდა.

„ეს მონაცემები არის ძალიან სასიხარულო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები აცნობიერებენ სექსუალური შევიწროება როგორ გამოიხატება და მხარს უჭერენ მის საკანონმდებლო რეგულაციას,“ - განაცხადა იურისტმა, ბაია პატარაიამ.

„სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობები და დამოკიდებულება სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებისგან ადეკვატურად იქნას აღქმული.

NDI-ის კვლევის შედეგებს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროება პრობლემატური საკითხია, განსაკუთრებით სამუშაო ურთიერთობების დროს.

„ეს კვლევაც ასევე ცხადყოფს, რომ საზოგადოებაც და არსებული სიტუაციაც არის საკმარისად მომწიფებული იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა სექსუალური შევიწროების რეგულირების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები