25 აპრილი 2024,   05:17
ვრცლად
ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს - NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-მა არ იცის პარლამენტში მათი წარმომადგენლის ვინაობა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული ამომრჩევლის 59%-მა არ იცის, ვინ არის მათი წარმომადგენელი პარლამენტში. თავად მოსახლეობის პოლიტიკური გულგრილობის გარდა, ექსპერტების შეფასებით, ეს რიცხვი სისტემის არაეფექტურობაზეც მიანიშნებს.

ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ კვლევის შედეგი არის კიდევ ერთი არგუმენტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების სასარგებლოდ.  

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არ მალავენ, რომ საარჩვენო კამპანიის დასრულების შემდეგ აქტიურად ამომრჩეველს ვეღარ ხვდებიან და ამბობენ, რომ საპარლამენტო საქმიანობა დროს მოითხოვს.

მმართველი გუნდი NDI-ის ტენდენციური კვლევის მომზადებაში ადანაშაულებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ამომრჩევლები პარლამენტის წევრებისგან მათ ინტერესების დაცვას არ ელოდებიან. გამოკითხულები ამბობენ, რომ დეპუტატები მხოლოდ საკუთარი და პარტიის ინტერესების დასაცავად ზრუნავენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩვენებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

თითქმის, ერთწლიანი დებატების შემდეგ „ქართული ოცნება“ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დათანხმდა. 2020 წელს კი არჩევნები ისევ იგივე სისტემით ჩატარდება და ამომრჩეველს ისევ 73 მაჟორიტარის არჩევა მოუწევს.

დღის ამბები