19 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
პირველი სოციოლოგიური კვლევა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ - NDI-ის მონაცემები ამომრჩევლის გულგრილობას აჩვენებს

პირველი სოციოლოგიური კვლევა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ - ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემები სულ უფრო მეტად ადასტურებს ამომრჩევლის გულგრილობას და არაინფორმირებულობას.

პოლიტიკური პარტიების რეიტინგში თანმიმდევრობა არ იცვლება, ქვეყანაში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე მოსახლეობის ნახევარზე მეტმა არაფერი იცის და ისევე როგორც ადრე, NDI-ის ბოლო კვლევაშიც ყველაზე მაღალია იმ ამომრჩევლის წილი, რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპატიები.

NDI-ის ამჟამინდელ კვლევაში არ დაუთვლია პოლიტიკოსების პერსონალური რეიტინგები და ასევე, ამ კვლევაში არ არის სახელმწიფო ინსტიტუტებში ნდობის შესახებ არცერთი კითხვა.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი არცერთ პარტიას მხარდაჭერას არ უცხადებს. გამოკითხულ ამომრჩეველთა 31% მხარს მმართველ გუნდს უჭერს, „ენმ-ს" - გამოკითხულთა 10%, „ევროპულ საქართველოს“ კი - 4%.

NDI-ის კითხვაზე თუ რომელ პარტიას მისცემდით ხმას ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს უპირატესობას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 10%, „ევროპულ საქართველოს“ - 3%, არცერთ პარტიას კი - 24%.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოკითხულთა 69% აღნიშნავს, რომ არ იცოდა ამ ცვლილების შესახებ.

იმ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, რომლებმაც პუშკინის სკვერის 1 ლარად გასხვისების შესახებ იცოდნენ, საკრებულოს ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. 

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევიდან ირკვევა, რომ მმართველი გუნდის მიმართ ნდობა დღითიდღე მცირდება. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ შიდა კვლევებს ეყრდნობიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები