21 დეკემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" განცხადებას ეხმაურება

"ლეიბორისტული პარტია" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. 

"საყოველთაოდ ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის გაშმაგებული ბრძოლა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად, რის შემდეგაც მათ გარანტირებული ექნებათ ქვეყნის ძარცვა-გლეჯვა მრავალი წლით. იმ ფონზე, როდესაც ევროპული სასამართლო სტრასბურგში უნდა შეუდგეს "რუსთავი2"-თან დაკავშირებული სარჩელის განხილვას, პარტიად წოდებული "ევროპული საქართველოს" განცხადება, რომ "რუსთავი 2"-მა თურმე დაამახინჯა თავის სიუჟეტში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევა, არის პირდაპირ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა არაობიექტური იმიჯის დასამკვიდრებლად.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბოკერიას პარტიას შეიძლება ჰქონდეს რაიმე რეიტინგი, ეს მისი პრობლემაა. სიმართლე კი ისაა, რომ თავად NDI-ის კვლევებია დანაშაულებრივი, ისინი პირდაპირ დაწერილია ივანიშვილისა და სუს-ის შეკვეთით, სადაც საპატიო ადგილი მოეძებნა ამ ე.წ. პარტიას, როგორც ხელისუფლების "ტრუბადურს. 

დღის ამბები