21 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
NDI-ის კვლევა და ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მსურველთა გაზრდილი რიცხვი - გამოკითხულთა ერთ მესამედს რუსეთთან უნდა ყოფნა

გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ მიმდინარე კვირას გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

NDI-ის წარმომადგენლებმა ინტერვიუერებს კითხვები რამდენიმე მიმართულებით დაუსვეს. მათ შორის კითხვა შეეხებოდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.

2012 წლიდან დღემდე არსებულ მონაცემებს თუ შევადარებთ, საქართველოში სულ უფრო კლებულობს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. სამაგიეროდ იზრდება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი.

ამავე კვლევის მიხედვით გამოკითხულთა, თითქმის, ერთ მესამედს ისევ რუსეთთან ერთად უნდა ყოფნა.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 41%-ს სჯერა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკა. 36% ამბობს, რომ შეერთებული შტატები უფრო ღონიერია, ვიდრე რუსეთი. 15% თვლის, რომ ისინი თანაბრად ძლიერები არიან. 8%-თვის კი ეს ზედმეტად რთული შეკითხვაა - მათ არ იციან და პასუხი არა აქვთ.

დღის ამბები