18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
შს მინისტრი აცხადებს, რომ ნარკოსაშუალებების შემოსვლასა და გასაღებასთან დაკავშირებით მიდგომები შესაძლოა გამკაცრდეს

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი უწყება მზადაა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის.

„ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება - აქ ჩვენ, რეალურად ვხედავთ სერიოზულ რისკებს და ვთვლით, რომ ეს მიმართულება არის ის მიმართულება, სადაც მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთვევაში შეიძლება იყო გასამკაცრებელიც,“ - აცხადებს გახარია.

მინისტრის თქმით, გამოსავალი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება იქნება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, მთავარი მიმართულება და სამუშაო პასუხისმგებელი უწყებებისთვის იქნება ის, რომ ახალი მომხმარებლები არ გაჩნდნენ და უკვე არსებული მომხმარებლებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ამუშავება მოხდეს.

დღის ამბები