18 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
კანონმდებლობა ამ სფეროში შესაცვლელია - არჩილ თალაკვაძე ნარკოპოლიტიკაზე

„ჩვენ, მთავრობასთან ერთად, ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში შეამცირებს ნარკოტიკების პრობლემას,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე საუბრისას გააკეთა.

დღეს იუსტიციის სამინისტროში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კანონმდებლობა ამ კუთხით დასახვეწია.

„კანონმდებლობა ამ სფეროში შესაცვლელია. ჩვენ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში შეამცირებს ნარკოტიკების პრობლემას, დაიცავს ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ სამომავლო პროგრამებზეც ისაუბრა, რომელიც ნარკომომხმარებლებს რეაბილიტაციაში დაეხმარება.

„ნარკოდამოკიდებულ პირებს ჩვენ დავეხმარებით, მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამებით და პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები