20 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" ადასტუებენ, რომ პოროშენკომ და კობახიძემ რუსეთის მიმართ სანქციების მექანიზმები განიხილეს

საპარლამენტო უმრავლესობა ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრის დროს საუბრის ერთ-ერთი თემა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის საკითხიც იყო. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს სთავაზობს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მექანიზმში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიც შევიდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ უკრაინა სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყოველთვის გამოხატავს მის მიმართ მხარდაჭერას. შესაბამისად ამ საკთხზე მსჯელობისას გათვალისწინებული იქნება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრის დროს ნამდვილად იყო ამაზე საუბარი. ერთ-ერთი კომპონენტი ჩვენი საუბრისა ამას შეეხებოდა. პოროშენკოს მიერ გახმოვანებული იქნა ასეთი თხოვნა თუ მოწოდება დავარქვათ. ჩვენ იცით რომ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა უკრაინა. ქართული მხარე ყოველთვის გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და ამ შემთხვევაშიც ეს იქნება მთავარი მხარე ჩვენი გადაწყვეტილების,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პოროშენკოს შეთავაზებაზე პასუხს მთავრობა გასცემს. რაც შეეხება რუსეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას და ამ ქვეყანასთან ურთიერთობას, გია ვოლსკის თქმით ეს საზოგადოებისთვის ცნობილია.

„ძალიან მკაფიოდ ჩვენმა საზოგადოებამ იცის თუ რა ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. იცის როგორ გაწყდა და რა პირობებში არის ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები. იცის იმ სირთულეების შესახებ და იცის იმ ლიმიტირებული ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ რომელიც რუსეთთან გაგვაჩნია. ამ პოლიტიკას ჩვენი მოკავშირეები მხარს უჭერენ. კარგად ესმით ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სხვა ქალაქებშიც და ვფიქრობ ამაში გაურკვეველი რაიმე არ არსებობს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები