24 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
"ბახალასთვის" ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტი - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 

მსახიობ გიორგი გირგანაშვილისთვის, იგივე ბახალასთვის დაკავებისას ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტს და შს თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების შესაძლო განხორციელებაზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. 

ამის შესახებ განცხადება გიორგანაშვილმა გააკეთა. მსახიობი ამბობს, რომ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებამ გუშინ მიაწოდა. თუმცა, საქმეზე დამატებით ინფორმაციას პროკურატურა ამ დრომდე არ ავრცელებს.

პარალელურად კი, დღეს გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება. მოსამართლის წინაშე საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებულიც ისარგებლებს.

გიორგი გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მოხმარების მიზნით ფლობას ედავებიან. თავად ბრალდებული კი, სამართალდამცველებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს.

„აღარ ვაპირებ ბოლო სიტყვაში ჩემს თავზე ლაპარაკს და ჩემს საქმეზე ლაპარაკს, იმიტომ, რომ საერთოდ არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ თავი ვიმართლო. ალბათ ზოგადად, პოლიტიკურ ფონს შევეხები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში. პროკურატურიდან დამირეკეს, საგამოძიებო ნაწილმა და ასეთი რაღაც მითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია იმ ადამიანების მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ჩემს საქმეში, იმ დარღვევებზე. როგორც ამბობენ, სახალხო დამცველის აპარატის მითითებით ხდება ეს ყველაფერი,“ - განაცხადა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა.

დღის ამბები