22 დეკემბერი 2024,   20:50
ვრცლად
თუ რატომ არ იმყოფებოდა გროზნოს მერი სიაში, ამაზე, ალბათ, კითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან მექნებოდა - თეა წულუკიანი

რამზან კადიროვის მთავრობის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენლის, გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, გროზნოს მერის გვარი სპეციალურ სიაში არ იყო შეტანილი, რომ მესაზღვრეებს ტერიტორიაზე არ შემოეშვათ.

იუსტიციის მინისტრს გროზნოს მერის სიაში არყოფნის გამო შეკითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან აქვს. მისი თქმით, თუ ექს ხელისუფლების წარმომადგენელებმა იცოდნენ მუსლიმ ხუჩიევის სამხედრო დანაშაულებების შესახებ, რატომ არ ჩასვეს ის სპეციალურ სიაში. 

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ადამიანი დღეისთვის არ იმყოფებოდა იმ სიაში, რომელიც აქვთ ხოლმე მესაზღვრეებს და ხელს უშლის ამა თუ იმ პირს, შემოვიდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ რატომ არ იმყოფებოდა, ამაზე ალბათ, მე მექნებოდა პირადად კითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ 2008 წელს ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და სია მათ უნდა შეედგინათ. ხოლო ახლა უნდა იქნეს თუ არა ეს პირი ამგვარ სიაში შეტანილი, ამის შესახებ შსს შეისწავლის და რეაგირება მოხდება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები