26 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
შესაძლო შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან - „კურიერმა“ გროზნოს მერის საქართველოში გასაიდუმლოებული ვიზიტის დეტალები გაარკვია

ჩეჩნეთის ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნის საქართველოში გასაიდუმლოებული ვიზიტის დეტალები „კურიერმა“ გაარკვია. მუსლიმ ხუჩიევი, რომელიც ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში იმყოფებოდა, რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია.

აგვისტოს ომის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამბობს, რომ 2008 წელს სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მუსლიმ ხუჩიევი საქართველოში რამზან კადიროვის ბრძანებით შემოჭრილ ჩეჩნურ ბატალიონ „ვოსტოკს“ ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას უწევდა.

ვისთან და რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში გროზნოს მერი, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ საქართველოს მთავრობაში და ამტკიცებენ, რომ ხუჩიევის შესახებ „რუსთავი 2-ისგან“ გაიგეს.

„კურიერმა“ გაარკვია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანს ნავთობკორპორაცია ჯი დი ოილის დამფუძნებელი დავით ჯაშიტაშვილი მასპინძლობდა.

კადიროვის მთავრობის გავლენიან ჩინოვნიკს იცნობს ბიზნესმენი პანკისიდან ჯაბრაილ ხანგოშვილი. ხანგოშვილი არ გამორიცხავს, რომ გროზნოს მერი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ოპოზიციის წევრებიც ვარაუდობენ, რომ გროზნოს მერი საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებსაც შეხვდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუსლიმ ხუჩიევმა საქართველო უკვე დატოვა.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები