პარიზში წყალდიდობის გამო ლუვრი რამდენიმე დარბაზს დახურავს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი დამთვალიერებლების სტუმრობას ისლამური ხელოვნების დარბაზებში შეზღუდავს, რომლებიც შენობის ქვედა სართულზე მდებარებს. გადაწყვეტილება მუზეუმის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც გადაუღებელი წვიმის შედეგად პარიზში და მის შემოგარენში წყალდიდობის საფრთხე შეიქმნა.