19 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
"ჩავედი ახლა და უკან გატრიალდითო" - მგზავრების დიდ ნაწილს ვარკეთილის მეტროში მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის მიუხედავად, იმავე სამშენებლო კომპანიის მიერ გარემონტებული კიდევ ერთი სადგური, "ახმეტელი" ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მგზავრების მომსახურებას. ახმეტელიცა და ვარკეთილიც სწორედ "ყვარელრემმშენმა" გაარემონტა, რისთვისაც თბილისის მერიამ მას 900 000 ლარამდე გადაუხადა.

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დრომდე იქ სპეციალისტები არ გამოჩენილან.

მეტროპოლიტენი ამ დროისთვის ახმეტელის თეატრიდან სამგორამდე გადაადგილდება. მგზავრებს კი, რომლებიც ვარკეთილის მიმართულებით მგზავრობენ, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

"ჩავედი ახლა და უკან გატრიალდითო, არ იქნება მოძრაობაო. გაათავისუფლეთ ვაგონებიო," - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა

ვარკეთილის სადგურში ჭერი დღეს დილით ჩამოინგრა და იქ მყოფი მგზავრები ქვეშ მოიყოლა, დაშავებულია 14 ადამიანი. 

დღის ამბები