18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
ჩვენ არ ვთვლით არანაირად, რომ რამეს მოჰყვა ეკოლოგიური კატასტროფა - ზურაბ ალავიძე ივანიშვილის ხეების გადარგვაზე

„ჩვენ არ ვთვლით არანაირად, რომ რამეს მოჰყვა ეკოლოგიური კატასტროფა,“ - ეს განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხეების გადატანის შეფასებისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, აჭარის რეგიონიდან გურიაში ხეების გადატანა ეკოლოგიურ კატასტროფას არ იწვევს და ასევე აღნიშნავს, რომ ყველა ხის გადატანის შემდეგ რეკულტივაციაც დაიწყება.

„დარწმუნებული ვარ, რომ რეკულტივაციაც ხდება, პერიოდი აქვს ამას ყველაფერს, რეკულტივაციას, როცა დასრულდება ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ თავის ვალდებულებას ყველა შეასრულებს,“ - განაცხადა ალავიძემ.

 

დღის ამბები