18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
სახელწიფო ინსპექტორის სამსახური - უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კანონპროექტი განიხილეს

უწყებათაშორისი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე 4 საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთია ის კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას გულისხმობს.

ინიციატივის მიხედვით, ინსპექტორი იმ დანაშაულებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი.

„ჩვენ ძალიან მალე, ქვეყანაში მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, სახელად - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ექნება სამი ძირითადი მიმართულება საქმიანობის. პირველი, ის გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემის და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტებს, ასევე დანაშაულებს, რომელიც სრულდება ან შეიძლება დასრულდეს მოქალაქის მოკვდინებით სამართალდამცველი ხელისუფლების ხელში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები