18 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
ყველა ანკერი არის საღი - მეტროსადგურ "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ავტორი სადგურში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს

მეტროსადგურ "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ავტორი მეტროსადგურში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით „კურიერთან“ საუბრობს. „გეომეფის“ ხელმძღვანელმა, გოგა კვარაცხელიამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დეტალურად აღწერა, რა შეცდომები იყო დაშვებული რემონტის დროს.

„გეომეფი,“ რომელსაც თბილისის მერიამ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი დაუკვეთა, ითხოვდა სადგურის ჭერიდან ასბესტ ცემენტის ფილების მოხსნას, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო, თუმცა მერიამ თანხების ეკონომიის მიზნით პროექტზე უარი თქვა.

„გეომეფის“ თქმით, თუ რაიმე კითხვები გამოძიებას მასთან ექნება მზადაა სათანამშრომლოდ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანკერებთან დაკავშირებით დღესაც არ არსებობს პრობლემა.

„ყველა ანკერი არის საღი და  დღესაც შეიძლება, რომ ამაზე რაიმე კონსტრუქცია დავკიდოთ, ოღონდ ხარისხიანი. ჩვენ მოვიყვანეთ სპეციალისტები, მოვიტანეთ სპეციალური ტვირთები, რომლებიც დავკიდეთ აღნიშნულ ანკერებზე და მინდა ხაზი გავუსვა, სათითაოდ ყველა ანკერი შევამოწმეთ, ერთიც არ გამოგვიტოვებია,“ - განაცხადა გოგა კვარაცხელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები