20 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
საუბრობენ საბაჟო საზღვრებზე, საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის - აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე 

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გაირკვა, რომ მხარეებს შორის მთავარი უთანხმოება, 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების შესახებ გამოიკვეთა.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს,რომ საბაჟო მონიტორინგის შეთანხმებას რუსული მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს.

რუსული მხარე ხელშეკრულების გაფორმებას შვეიცარიულ კომპანიასთან აპირებს, თუმცა როდის, ზუსტი თარიღი უცნობია.

რატომ შეიცვალა რუსეთის მხარის პოზიცია საბაჟო მონიტორინგის საკითხის შესახებ, აბაშიძე ჯერჯერობით, არ საუბრობს

„ოფიციალურ დონეზე ასე გაკეთდა განცხადებები, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმებების პრინციპებსა და არსს. საუბრობენ ე.წ.  საბაჟო საზღვრებზე, საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. მოგეხსენებათ ამ შეთანხმებაში არავითარი საბაჟო საზღვრები არ არის და ფიქსირებული. საუბარია სავაჭრო კორიდორებზე და ტერმინალებზე, სადაც უნდა განთავსდნენ. ამბობენ, რომ მოაწერენ ამ კონტრაქტს ხელს, ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ,“-აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

დღის ამბები