22 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა წითელ ბაღთან და საქმის ახალი დეტალები - კიდევ ერთმა მოზარდმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო

ახალი დეტალები ორი მოზარდის დაჭრის საქმეზე. წითელ ბაღთან მომხდარ დაპირისპირებაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.

ეს ის ახალგაზრდაა, რომელმაც დაჭრილი მეგობრები საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ადვოკატის თქმით, ის დაპირისპირებაში მონაწილე პირებს აშველებდა და მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

მოზარდი უკვე დაკითხა პოლიციამ გუშინ და რამდენიმე წუთში მას ისევ ელოდებიან საგამოძიებო უწყებაში, თუმცა რა სტატუსით არის დაბარებული იგი ამჯერად პოლიციაში, უცნობია ადვოკატისთვის.

„მას ჯერ არც ჩვენება აქვს მიცემული და არ მინდა რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო და ამიტომ დეტალების გაჟღერება, რომელიც დაუზუსტებელი დეტალებია, ვფიქრობ ჩემი მხრიდან არ იქნება მიზანშეწონილი. ან თვითონ შსს გააკეთებს შესაბამის ინფორმაციას გამოძიების ანალიზის საფუძველზე ან მე როცა მეცოდინება კონკრეტული დეტალები, მერე შეიძლება გაკეთდეს რაღაც კონკრეტული განცხადებები და ახლა ვარაუდების გაკეთება ვფიქრობ მიზანშეწონილი  არ იქნება,“-განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

დღის ამბები