21 დეკემბერი 2024,   18:25
ვრცლად
მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის მომხრეა, მთავარ მტრად კი რუსეთს ასახელებს-საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე კვლევის შედეგები წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა საქართველოში კვლავ მაღალია.

მცირდება მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, ვისაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს, მთავარ მეგობრად კი შეერთებულ შტატებს ასახელებს.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ კითხვა ასეთი ფორმულირებით დასვა: რამდენად უჭერთ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ევროკავშირში და ევრაზიულ კავშირში?

გამოკითხულთა 16% პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს, პასუხი ასეთი ფორმულირებით, ძირითადად ვუჭერ მხარს 26 %-ია.

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას 7 % უჭერს მხარს.

„კვლავინდებურად მაღალია მხარდაჭერა როგორც ნატო-ში ასევე ევროკავშირში გაწევრიანების. ოდნავ შემცირებულა მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია. ძალიან დაბალია მხარდაჭერა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების. მეგობარ ქვეყანად ასახელებს მეოთხედი  ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს არის ყველაზე ხშირი პასუხი და რაც შეეხება მტერს, 40% ცალსახად ასახელებს რუსეთს,“-განაცხადა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საქართველოს კვლევების დირექტორმა თინათინ ზურაბიშვილმა.

დღის ამბები