26 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას - ექსპერტები CRRC-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან

ექსპერტები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ კვლევის შედეგებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი, დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ რუსულ პროპაგანდას საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად ვერ უპირისპირდება. მისი თქმით, სტრატეგიულ კომუნიკაციის სამოქმედო გეგმას აკრტიკებს.

ექსპერტების თქმით, რუსეთის ანტიდასავლური კამპანიის შედეგია ის, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი ბოლო წლებთან შედარებით გარკევულწილად დაკლებულია. 

„ჰიბრიდული ომის ეს კომპონენტი არანაკლებ სახიფათოა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ვიდრე მაგალითად, სხვა ტიპის ზეწოლა, რომელსაც რუსეთი მუდმივად ახორციელებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,“ - განაცხადა სიხარულიძემ.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის პროპაგანდა 2012 წლიდან უფრო გაძლიერდა ანტიდასავლური კუთხით.

„ადამიანი რუსულმა პროპაგანდამ ამ ეტაპზე იმაში დაარწმუნა, რომ ეს ნატო-ც, ევროკავშირიც და დასავლეთიც არ არის ნდობის ღირსი. თუ ეს წარმატებით გააგრძელა, უკვე შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსული პროპაგანდის, რომ შეეცადოს ეს ჩაანაცვლოს უკვე რუსული ღირებულებებით,“ - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე კვლევის შედეგები წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა საქართველოში კვლავ მაღალია.

მცირდება მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, ვისაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს, მთავარ მეგობრად კი შეერთებულ შტატებს ასახელებს.

დღის ამბები