16 ოქტომბერი 2019,   02:45
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის საქმეზე დანაშაულის იარაღი კრიმინალისტებმა სანაგვეში იპოვეს

35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის საქმეზე დანაშაულის იარაღი კრიმინალისტებმა სანაგვეში იპოვეს - „კურიერის“ ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, როგორ მიმდინარეობდა დანაშაულის იარაღის ამოღება. ექსპერტებმა წითელ ბაღში მუშაობა უკვე დაასრულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მეთორმეტე კლასელის დაჭრის ბრალდებით სკოლის ერთი მოსწავლე დააკავა.

ირკვევა, რომ დაპირისპირებულმა მოზარდებმა ერთმანეთი საქმის გასარჩევად, გუშინ საღამოს, წითელ ბაღში დაიბარეს. კონფლიქტს ათზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

წითელ ბაღში მეეზოვე იხსენებს, რომ დაახლოებით, 15-მდე პირი მონაწილეობდა კონფლიქტში. მან ასევე აღნიშნა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხმა ესმოდა მას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

დაკავებულს ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები