27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
"იმისთვის, რომ გაზის საფასურის მეტი სარგებელი დავიტოვოთ, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა პოლიტიკურად არ გვიღირს" - ზაზა ხუციშვილი

ოპოზიციის მოთხოვნას, გასაჯაროვდეს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხობს. ზაზა ხუციშვილი ოპონენტების კრიტიკის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც საუბარია იაფი გაზის შეძენაზე "გაზპრომისგან", რომელიც ოპოზიციის თქმით, არ განხორციელებულა. დეპუტატი ინტერესდება, რატომ უნდა მისცეს საქართველოს შეღავათიან ფასში გაზი რუსეთმა, როდესაც ის არ არის პარტნიორი ქვეყანა.  

„ის პირობები, რომლითაც ჩვენ აქამდე ვიყავით და გახსოვთ, რომ ყოველ წელს გრძელდებოდა ეს ხელშეკრულებები ხომ, რუსეთისთვის ეკონომიკურად იყო უფრო წამგებიანი და ჩვენთვის უფრო მომგებიანი. თუ ჩვენ ვნთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი არანაირად არ არის ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, რატომ მოგვცემს უფრო შეღავათით ეს შეკითხვა უნდა დავსვათ. 

„ალტერნატივა არსებობს, მოდით ახლა ნუ ჩავკეტავთ ისე, რომ ჩვენ ამ პერიოდში იმისთვის, რომ გაზის საფასურის მეტი სარგებელი დავიტოვოთ, ამ ურთიერთობების დაძაბვა პოლიტიკურად ახლა არანაირად არ გვიღირს,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სარჩელი სასამართლოში „ნაციონლურმა მოძრაობამ“ შეიტანა და "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება მოითხოვა. სასამართლომ პროცესი 20 მარტს ჩანიშნა.

დღის ამბები