19 მაისი 2024,   09:04
ვრცლად
ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ

ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით, პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ. ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, სადაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველომ" ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, რომ რეგიონებში მცხოვრები დაავადებული ქალებისთვის 8 ათას ლარიანი წამლის უფასოდ მიწოდების სერვისი სწრაფად ამოქმედდეს.

მსგავსი სერვისი უკვე მოქმედებს თბილისში მცხოვრები პაციენტებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ უკვე გაზაფხულისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი პროგრამის ამოქმედება. 

დღის ამბები