16 ოქტომბერი 2019,   02:36
ვრცლად
თბილისის მერია Facebook-ზე რეკლამირებისთვის 60 ათას დოლარს დახარჯავს

Facebook-ზე დედაქალაქის მერიის რეკლამა თბილისის ბიუჯეტს 60 ათასი ამერიკული დოლარი დაუჯდება. თანხა იმისთვის დაიხარჯება, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გამოქვეყნებული მასალები უფრო ხშირად ნახონ.

დასპონსორებული პოსტების მომსახურების ყიდვის ბრძანებას კახა კალაძემ ერთი კვირის წინ მოაწერა ხელი. დღევანდელი კურსით ეს თანხა 150 ათასი ლარია.

საკუთარი რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან ამ თანხის გადახდას ოპოზიციაში გაუმართლებლად მიიჩნევენ. ოპოზიცია თბილისის მერს ახსენებს, რომ მერიის საქმიანობა და სიახლეები ისედაც სრულიად უფასოდ ტელევიზიითა და სხვა საშუალებებით ყოველდღიურად შუქდება.

კოლეგების კრიტიკა გაუგებარია საკრებულოს უმრავლესობისთვის.

თბილისის მერიასა და პირადად მერს სოციალურ ქსელში ისედაც ბევრი გამომწერი ჰყავს. კალაძის შემთხვევაში მათი რაოდენობა 304 ათასია, თბილისის მერიის ოფიციალური გვერდის შემთხვევაში კი - 124 000.  

დღის ამბები