16 ოქტომბერი 2019,   02:48
ვრცლად
პრეზიდენტის ინიციატივას, შეწყალების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა

პრეზიდენტის ინიციატივით შეწყალების წესი იცვლება. ცვლილება ძირითადად ორ მიმართულებას ეხება, ნარკოტიკულს და ეკონომიკურ დანაშაულს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურად მოტივირებულ არჩევანს უწოდებენ. მათი აზრით, არაძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების წესის ცვლილება არა ჰუმანური ნაბიჯი, არამედ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან ეს გადაწყვეტილება მან სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წელს მიიღო.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია ინიციატივის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, არასაკმარისია ნარკოტიკების დეკრიმინალიზებისთვის.

შეწყალების წესის ცვლილება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის გასამართლებულებს ეხებათ, თუმცა, არა ყველა კატეგორიას.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იმ მსჯავრდებულებს უნდა ქონდეთ პრეზიდენტის მიმართვის უფლება, რომლებიც დიდი ოდენობით მოხმარების ბრალდებით იხდიან სასჯელს.

შეწყალების წესის ცვლილება ნარკომომხმარებლების გარდა, იმ პირებსაც ეხებათ, რომლებიც პირველად არიან გასამართლებული არაძალადობრივად ჩადენილი ეკონომიკური, ფინანსური თუ სამოხელეო დანაშაულისთვის.

ამ ნაწილთან მიმართებაში სამოქალაქო სექტორში გარკვეულ რისკებს ხედავენ, მითუმეტეს ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალური შემთხვევის ფონზე.

პრეზიდენტის ინიციატივა ძალაში უახლოეს დღეებში შევა. პატიმართა იმ კატეგორიას, ვისაც ეს ცვლილება ეხება, სასამართლოს სამივე ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულებისთანავე შეუძლია, მიმართოს პრეზიდენტს.

2013 წლიდან დღემდე კი, გიორგი მარგველაშვილმა სულ 3 ათას 671 მსჯავრდებული შეიწყალა, პირდაპირი წესით 233.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები