16 ოქტომბერი 2019,   02:42
ვრცლად
„გაზპრომს“ ქართული სასამართლო იბარებს - „ენმ“ დოკუმენტისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს

„გაზპრომის“ წარმომადგენელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 მარტს არის დაბარებული. ოპოზიცია მთავრობას უკვე ერთი წელია სთხოვს, ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროოს.

საპარლამენტო კომისიის შექმნაზე უარის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის მარტში სასამართლოში სარჩელი შეიტანა და რუსულ ენერგოგიგანტთან გაფორმებული ხელშეკრულებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა ითხოვა.

პირველი სხდომა საქალაქო სასამართლოში გუშინ გაიმართა, რომელსაც რუსული მხარის გარდა, ყველა სხვა მოსარჩელე ესწრებოდა. სხდომაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ „გაზპრომთან“ გაფორმებული სკანდალური ხელშეკრულების ტექსტი წარადგინა, თუმცა დოკუმენტის თითქმის, ყველა გვერდზე რამდენიმე აბზაცი დაბლარულია და შესაბამისად, კვლავ გაურკვეველია სომხეთისთვის გაზის ტრანსპორტირების სანაცვლოდ, რა ტარიფზე შეთანხმდნენ მოსკოვი და თბილისი.

სომხეთში გაზის ტრანსპორტირების სანაცვლოდ, ქვეყანა რუსეთისგან ბუნებრივ აირს იტოვებდა, 2017 წლის ხელშეკრულებით ქართული მხარე რუსეთის ფულად ანაზღაურებაზე დათანახმდა, რომლითაც გაცილებით ნაკლები ოდენობის ბუნებრივი აირის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ნატურით გადახდის შემთხვევაში.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ ახალი შეთახმებით ქვეყანა საგრძნობლად ზარალდება, არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოსკოვთან ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა ერთადერთ გამოსავალია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები