27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
მეთორმეტე კლასელების საქმის სისხლიან გარჩევას ერთი თვითმხილველი ჰყავს

წითელ ბაღში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზი სკოლის ბანკეტი გახდა. „კურიერმა“ გაარკვია, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 35-ე სკოლაში გადავიდნენ, ბანკეტზე არ დაპატიჟეს, რაც ჯერ განაწყენების, შემდეგ კი ჩხუბის მიზეზი გახდა.

დანა, რომელითაც 35-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს, კრიმინალისტებმა წითელი ბაღის ნაგვის ურნიდან ამოიღეს. დანაშაულის იარაღი ბრალდებულმა ჩხუბის შემდეგ, პარკის გასასვლელთან მდებარე ურნაში ჩააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მეთორმეტე კლასელების საქმის სისხლიან გარჩევას ერთი თვითმხილველი ჰყავს. პარკის მეეზოვემ ნახა, როგორ ჩხუბობდა 15 არასრუწლოვანი, ესმოდა გინების ხმაც. კონფლიქტის შემდეგ მეეზოვემ აღმოაჩინა, რომ დანაშაულის ადგილიდან 15 მეტრის რადიუსში სისხლის კვალი იყო. ის პოლიციამ უკვე დაკითხა.

პირველი ექსპერიმენტული და 35-ე სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი საქმის გასარჩევად წითელ ბაღში გუშინ საღამოს დაიბარეს.

ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებული 17 წლის მოზარდი პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები