19 ოქტომბერი 2019,   20:07
ვრცლად
წყალზე გაზრდილი გადასახადები - ისნის რაიონში აბონენტებს ასობით ლარის დავალიანება დაერიცხათ

გამრიცხველიანების შედეგად წყალზე გაზრდილი გადასახადები. ისნის რაიონში რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს ასობით ლარის დავალიანება დაერიცხათ. მათ შორის არიან პენსიონრებიც, რომლებსაც ქვითარში პენსიაზე მეტი თანხა აქვთ მითითებული.

გაზრდილი გადასახადი მოსახლეობას მას შემდეგ მიუვიდა, რაც Georgian Water and Power-მა წყალზე მრიცხველი დაუმონტაჟა.

ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ერთი თვის გადასახადი ზოგ ოჯახს 1500 ლარიც კი მიუვიდა. ამბობენ იმასაც, რომ ზოგ შემთხვევაში ორმაგი გადასახადი მიიღეს, მრიცხველის და სულადობრივიც. მოსახლეობა წყლის კომპანიას მრიცხველების მოხსნას სთხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის მრიცხველები Georgian Water and Power-მა ზაფხულში დაამონტაჟა. მომხმარებელს უთხრეს, რომ ჯერ მათი ამოქმედება არ იგეგმებოდა, ამიტომ რამდენიმე თვის შემდეგ გაზრდილი გადასახადის მიღება მოსახლეობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

წყლის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზრდილი გადასახადები გაყვანილობებში არსებული დაზიანებების ბრალია, რომელიც მოსახლეობამ თავად უნდა გამოასწოროს.

აბონენტები, რომელთა უმეტესობაც სოციალურად დაუცველია ამბობენ, რომ წყლის გადასახადს ვერ გადაიხდიან.

დღის ამბები