27 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
სადავო კანონპროექტი - ჰოლოკოსტში პოლონეთის თანამონაწილეობის შესახებ ბრალდება დასჯადი ხდება

პოლონეთის სენატმა ჰოლოკოსტის შესახებ სადავო კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტს მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 23. კანონპროექტის თანახმად, ჰოლოკოსტში პოლონეთის თანამონაწილეობის შესახებ ბრალდება დასჯადი ხდება.

დოკუმენტი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე საკონცენტრაციო ბანაკების პოლონურად მოხსენიებასაც კრძალავს. ვინც ამ კანონს დაარღვევს, დაჯარიმება ან სამ წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სადავო კანონპროექტის გამო, ისრაელმა ოფიციალური ვარშავა ისტორიის შეცვლისა და ჰოლოკოსტის უარყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ხელისუფლებას პოლონეთიდან ელჩის გაწვევის რეკომენდაციაც კი მისცა.

დღის ამბები