27 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
„გვეუბნებოდნენ, რომ უნდა დაგვემალა დეფექტები“ - მუშა, რომელიც მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაციაში მონაწილეობდა, სკანდალურ განცხადებას აკეთებს

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები დარღვევებით შესრულდა და ის თავიდანვე ნგრევისთვის იყო განწირული. ამის შესახებ განცხადებას დავით ტაბახმელაშვილი აკეთებს. ის „ყვარელრემმშენის“ დაქირავებული მუშა იყო და სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.

როგორც თავად ამბობს დარღვევების შესახებ მუშებმა კომპანია გააფრთხილეს. დავით ტაბახმელაშვილი აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოების დროს ყველაზე დიდი დეფექტი ჭერზე გამოიკვეთა, რომლის დამალვასაც კომპანია ზედაპირული  გადალესვით და ნათურების დამაგრებით ცდილობდა.

ტაბახმელაშვილი ამტკიცებს, რომ  მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავასად რთული ვითარებაა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრში, სადაც იგივე პრინციპით დაამონტაჟეს ჭერი ესკალატორის თავზე.

"ყვარელრემშენის" წარმომადგენლები ამ დროისთვის კურიერის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

დღის ამბები