19 მაისი 2024,   04:15
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ბადაგონში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

უკვე სამი საათია, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები კომპანია „ბადაგონში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. კომპანიაში საგამოძიებო უწყების წარმომდგენლების შესვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი და ზეწოლა კომპანიაზე. ეს არის ყველაზე წარმატებული კომპანია და მისი გაჩერება უნდათ. სავარაუდოდ, ბეჟუაშვილი დგას ამის უკან,“- განაცხადა "ბადაგონის" ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა.

კომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი ყოფილი მეწილის სარჩელი გახდა. ისინი საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ. 

„სამუშაო პროცესი შეჩერებულია და ეს ჩვენი კომპანიისთვის, რომელსაც სულ გადაზიდვა აქვს, ძალიან რთულია,“- განაცხადა კომპანია ”ბადაგონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ლიზა ბაგრატიონმა.

ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაციის ნაწილი, საგამოძიებო უწყება ბადაგონში, სასამართლო განჩინების საფუძველზე შევიდა. 

უწყების ცნობით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია "ბადაგონის“ საქმიანობას.

საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს "ბადაგონის" ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მინდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღის ამბები