24 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
"ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს, ალბათ იცოდა, რომ გამიტაცებდნენ" - აფგან მუთხარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მისი გატაცების 3 მთავარ ორგანიზატორს ასახელებს. აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო ოჯახური მდგომარეობის გამო 2 დღით დატოვა, „კურიერთან“ მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის საქართველოში ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნეს პარტნიორის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა.

ჟურნალისტი სწორედ ალიევის ბიზნესების შესახებ ცდილობდა ქვეყანაში ინფორმაციის მოპოვებას.

„მე ვწერდი ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნეს ინტერესებზე სხვადასხვა სფეროში. მას აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, მიწა გურჯაანში, ფლობს ორ ბანკს, „პაშა ბანკსა“ და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს და სხვა ბიზნესებს. ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან მომიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა მისი ბიზნეს პარტნიორი არის ბიძინა ივანიშვილი, მე ვფიქრობ, ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ახლა ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს, ალბათ იცოდა, რომ გამიტაცებდნენ. ბიძინა ივანიშვილის თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი, მისი თანხმობის გარეშე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ, ეს გავაკეთო,“ - განაცხადა მუხთარლიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები