27 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
უკრაინაში ნებისმიერი რაღაც, რომ მე ციხეში აღმოვჩნდე, დიდი ალბათობით, მთავრობის დამხობას გამოიწვევს - მიხეილ სააკაშვილი

"უკრაინაში ნებისმიერი რაღაც, რომ მე ციხეში აღმოვჩნდე, დიდ ალბათობით, გამოიწვევს მთავრობის დამხობას, მინიმუმ მასობრივ გამოსვლებს," - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემული ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

სააკაშვილის აზრით, საქართველოსთვის მისი გადაცემა უკრაინაში მასობრივ გამოსვლებს გამოიწვევს. მან გაიხსენა, რომ მისი დაკავების დროს უკრაინაში 60 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. 

"უკრაინაში ნებისმიერი რაღაც, რომ მე ციხეში აღმოვჩნდე, დიდ ალბათობით, გამოიწვევს მთავრობის დამხობას, მინიმუმ, მასობრივ გამოსვლებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოსა და მესამე პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და პეტრო პოროშენკო შეთანხმდნენ, რომ მის წინააღმდეგ ერთად იმოქმედონ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს დეპორტაციაზე პოლონეთში. 

„უკრაინის პროკურატურამ იმიტომ თქვა უარი ჩემს შინა პატიმრობაზე, რომ მოამზადონ ქვეყნიდან დეპორტაცია,“ - ამბობს სააკაშვილი. 

 

 

დღის ამბები