„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო," - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რაზე იღებს წინა ხელისუფლება პასუხისმგებლობას და რას თვლის შეცდომად.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევა მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ამის შესაჩერებლად ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.