27 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი, თორემ რამის თავი, რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე - მიხეილ სააკაშვილი

„უკვე რამდენჯერმე სცადეს ჩემი მოტაცება და ბოლოს მაინც მოახერხეს. ის არის შეშინებული, არავინ იმდენი პრობლემა არ შეუქმნა ამ ხელისუფლებას, რამდენიც მე,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი მის გატაცებას იხსენებს და აცხადებს, რომ ის კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს პოლონეთში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იარაღის დამიზნებით, ხელების გადაგრეხვით გაიტაცეს.

„გააკეთეს ის, რომ მოტაცებით, მოტყუებით, იმიტომ, რომ პოლონელებიც მოატყუეს, იმიტომ, რომ პოლონელებთან ასეთი შეთანხმება არ იყო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბორისპოლის აეროპორტიდან ის წაიყვანეს პოლონეთში. მისი თქმით, პოლონეთის ოფიციალურ ხელმძღვანელობასთან უკვე კომუნიკაცია ჰქონდა, სადაც დაცვა გამოუყვეს.

მიხეილ სააკაშვილი მისი რეადმისიით პოლონეთში გაშვების მიზეზებზე საუბრობს.

„იმას ვუკავშირებ, რომ ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა და მე არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე. რა უნდა ამ კაცს, ეშინია ჩემი, თორემ რამის თავი რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ექსტრადირება საქართველოში ვერ შეძლეს. ის პოროშენკოს და ივანიშვილს აკრიტიკებს.

„მე გავაგრძელებს ბრძოლას მათ წინააღმდეგ საქართველოში და ამ ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინაშიც. ორივე დაემხობა და ამ დამხობაში, ამ მოშორებაში, მათ ჩამოშორებაში ხელისუფლებიდან მშვიდობიანში, მე ვითამაშებ, რა თქმა უნდა, გადამწვეტ როლს. თუ რამის თავი ჰქონდათ, სიამოვნებით გადამცემდნენ უკრაინელები, მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს, ორივეს ისე ეშინია ჩემი, როგორც ცეცხლის,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ახლა უკვე პოლონეთიდან იბრძოლებს.

დღის ამბები