19 აგვისტო 2018,   15:40
ვრცლად
"ჩვენ არ გაგვიზრდია სახელფასო ბიუჯეტი, ხელფასები სამხედროებს მოვუმატეთ"- ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა. ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ბიუჯეტზე, რომლის 20 პროცენტიც, მინისტრის თქმით, შეიარაღებაზე დაიხარჯება. თავდაცვის უწყების  თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტანკსაწინააღმდეგო ამერიკული საშუალებების მისყიდვაზე ისაუბრა.

ამ წუთებში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციის კითხვები ძირითადად სახელფასო ფონს უკავშირდებოდა. ოპოზიციის ინფორმაციით, ხელფასები სამოქალაქო პერსონალს გაეზარდა.

„2013-2016 წლები ბატონო ლევან, 2 მილიარდ 800 მილიონი ლარი დახარჯა თავდაცვის სამინისტრომ. ჯამურად ბიუჯეტი, რომელიც ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, შეიძლება შევაფასოთ, რომ მეტწილად იყო აცდენილი მიზანთან გაძლიერებულიყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. რამდენად გამოსწორდა ეს მიდგომა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ლევან იზორიას თქმით, სამოქალაქო პერსონალზე ხელფასები არ გაზრდილა, მისი თქმით, ხელფასები სამხედროებს გაეზარდათ.

„რაც აღიარებულია სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში არის ფაქტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა. თქვენ თუ დააკვირდებით, ბატონი სტოლტენბერგის გამოსვლას, ის თავის ყოველ გამოსვლაში მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ მათ მიმართონ პროპორციულად თანხები პირველი თავდაცვის ბიუჯეტისკენ, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტის ფარგლებში 20% შეიარაღებაზე. სამწუხაროდ, ბევრი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. ეს პრობლემა სხვა ქვეყნების პრობლემაც არის. ჩვენ არ გაგვიზრდია სახელფასო ბიუჯეტი, ის, პირიქით, შემცირდა. ამ ფარგლებში სამხედროებს ხელფასები მოვუმატეთ,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

დღის ამბები