ერევნის მერიაში სხდომა ჩხუბით დასრულდა. დაპირისპირების მიზეზი ფეკალიებით სავსე წყლის ბოთლი გახდა, რომელიც სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მარინა ხაჩატრიანმა, მიიტანა. მას ჭურჭელი ერევნის მერისთვის უნდა გადაეცა.
ხაჩატრიანის შეჩერება მმართველი პარტიისა და დაცვის წევრებმა სცადეს. ამ დროს კი წყალი დაიღვარა და სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნიც დადგა.
ინციდენტი ამით არ დასრულებულა. მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატები თავს დაესხნენ ოპოზიციონერ კოლეგას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უხუცესთა საბჭოს წევრი კი, სუნის გამო, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუშინ ნუბარაშენის რაიონის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი რაიონის საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობასა და სასმელი წყლის ხარისხს აპროტესტებდნენ.