26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია გაიზარდა თუ შემცირდა თანამდებობის პირის შემოსავალი - სერგო რატიანი

 


ოპოზიცია თანამდებობის პირების მიერ ქონებისა და მიღებული შემოსავლების დამალვაზე საუბრობს. "ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობები პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩინოვნიკები ბიუჯეტის ფულით მდიდრდებიან.

სერგო რატიანის განცხადებით, დეკლარაციების შევსების მიზანი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია საჯარო მოხელეზე - გაიზარდა თუ შემცირდა მისი ქონება თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.

,,იმ პირობებში როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ მაღალია კორუფციის დონე ხელისუფლებაში, ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები“ -სერგო რატიანი.

პროკურატურამ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციებში არსებულ შეუსაბამობაზე გამოძიება დაიწყო. 

 

დღის ამბები