19 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
ეს არ არის ჭორაობა, ეს არის ფაქტები - გვრიტიშვილი დოლიძეს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადანაშაულებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ანა დოლიძეს ორგანიზაცია, სახელწოდებით რუსული მართლმსაჯულების ინიციატივასთან კავშირის გამო, არჩევანის ეთერში აკრიტიკებს.

გვრიტიშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდა საქმეებს.

„ამ საქმეებში საუბარი არის იმაზე, რომ საქართველომ და საქართველოს შეიარაღებული ძელების მეომრებმა, ჯარმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა, ჩაიდინა მკვლელობები, მათ შორის, მცირეწლოვნების, გაანადგურა საკუთრება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების. ეს არის კონკრეტული საქმეები, ეს არ არის ჭორაობა, ეს არის ფაქტები,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა. 

თუმცა, მას არაფერი არ უთქვამს იმ კითხვის საპასუხოდ, რაც მას არჩევანის ეთერში ანა დოლიძემ დაუსვა. ანა დოლიძემ მას მოსთხოვა, ეთქვა, როდესაც მას ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადანაშაულებს, აგვისტოს ომის დროს თავად სად იყო და აქვს თუ არა ვეტერანის ბილეთი.  

დღის ამბები